Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
Civil.ge
11 December 2017, 18:05

საქართველოს პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ, როგორც ცოტა ხნის წინ მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებშია შემოთავაზებული, ძალაში რჩება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 11 დეკემბერს. 

ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე კობახიძემ პირველად აღნიშნა, რომ ქართული ოცნება დისკუსიებს იწყებს იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მხოლოდ პარლამენტის მიერ იყოს არჩეული (300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში დეპუტატები, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან)  და რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარე პროცესში აისახოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა მაშინ, რომ „თვითმმართველობის არჩევნები არის ადმინისტრაციული დონის არჩევნები, შესაბამისად, პრინციპულად, არ არის მაინცდამაინც სწორი, ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის, როგორიც არის საპრეზიდენტო არჩევნები“. „იურიდიულად, რა თქმა უნდა, უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა“, - დასძინა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ 11 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა „ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი“.

მან იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელიც კონსტიტუციაში აისახა, „ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისია“ და ამიტომ ის „რჩება ძალაში“.

„მე პირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილება კონსტიტუციურ კანონში“, - განმარტა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო, რის შედეგადაც პრეზიდენტის არჩევის წესი პირდაპირიდან არაპირდაპირი წესით შეიცვალა.

2 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის ახალი რაუნდი დაიწყო ახალ კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის მიზნით.

 

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი